თეგი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

BBC: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტი დაამტკიცა. BBC ინფორმაციით, აღნიშნული თანხა უკრაინას ომის შედეგებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ ისტორიაში პირველად, იაპონიამ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრა დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. "შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

IMF უკრაინისთვის $16 მილიარდის მოცულობის მრავალწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდებას განიხილავს - Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 16 მილიარდი დოლარის მრავალწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდებას განიხილავს. გამოცემის ცნობით, თანხა ქვეყნის საჭიროებებს მოხმარდეა. „ეს შეიძლება, ასევე იყოს ერთგვარი კატალიზატორი მეტი საერთაშორისო დაფინანსებისთვის, ვიდრე უკრაინა ცდილობს რუსული ძალების მოგერიებას, განუცხადეს Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ეს გეგმა სავალუტო ფონდის დაკრედიტები წესებში ცვლილებებს მოითხოვს, რათა ფონდმა ომით განადგურებულ ქვეყანაზე სესხის გაცემა შეძლოს. თავის მხრივ, კიევის მთავრობას დასჭირდება მთელი რიგი პოლიტიკის გატარება, გარდა იმისა, რომ წარმატებით უნდა დაასრულოს სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. „არის მოლოდინი, რომ გეგმა შეთანხმებული იქნება მარტის ბოლოს, პირველი ტრანში კი, საუკეთესო სცენარის მიხედვით, აპრილში გაიცემა“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $15 მილიარდიანი სასესხო პროგრამა დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.  

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველო სანქციების აღსრულების მიზნით, საკმარის ზომებს იღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ჟურნალისტის შეკითხვ შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს. „საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ-ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.  

IMF „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის გამო, ფასების 15%-ით გაზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები, შეიძლება, 15%-ით გაიზარდოს. IMF-ის შეფასებით, შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ, შესაძლოა, მსოფლიო მარცვლეულის ფასები 10-15%-ით გაზარდოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა მედიას განუცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის საკმარისად მიწოდების უზრუნველყოფას უწყობდა ხელს, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა. სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6.0%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.  

გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, დამაზიანებელია. კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. კააკურიძემ დღეს თავი შეიკავა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით სებ-ის ე.წ. საგამონაკლისო წესის მიღების გადაწყვეტილების შეფასებისგან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიციიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასება არასწორი იქნება. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი - პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - არ შედგა მიმოხილვა და არის შეჩერებული! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება. იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით - მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი. ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა, ტექნიკური მისია აქ არის. ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება მათი მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს. აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. დაახლოებით, ექვსი თვეა, ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინაში მუდმივი მისია აღადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) კიევში მუდმივი მისია აღადგინა.  ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) ავრცელებს.  „მოხარული ვარ, გამოვაცხადო კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის აღდგენის შესახებ. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩართულობას უკრაინასთან," - წერს გეორგიევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, უმა რამაკრიშნანი კიევში პირველ ოქტომბერს ჩავიდა და უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.   

ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან განიხილა ფონდის პროგრამის შეჩერების საკითხი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე, ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება. „შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს,“ - წერს ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია  

ნათია თურნავა: IMF-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. „შეხვედრისას მხარეებმა სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.“ "შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. ჯიჰად აზურთან შეხვედრისას ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება ფასების სტაბილურად შენარჩუნების ამოცანის მიმართ. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია    

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს დაასრულა გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მესამე მიმოხილვა უკრაინისთვის. ეს დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ. მისი თქმით, დაფინანსების ახალი პაკეტის უკრაინაში ანგარიშებზე გადარიცხვა, შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ დღეში განხორციელდეს. ფონდში აცხადებენ, რომ აუცილებელია, უკრაინამ რეფორმების სტაბილური იმპულსი შეინარჩუნოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფისკალური მდგრადობის აღსადგენად, ინსტიტუციური რეფორმების გასაძლიერებლად და რეკონსტრუქციისა და ევროინტეგრაციის მცდელობებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.